Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

     

    ვბრძანებ:

     

    1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
    2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

    ა) დოკუმენტაციის მიღება -1-8 თებერვალი;
    ბ) გამოცდა უცხო ენაში -9 თებერვალი; (9:00ს სთ)
    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -12 თებერვალი;

    დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 თებერვალი;

    ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 თებერვალი;
    ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 15-16 თებერვალი;
    ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 19 თებერვალი;
    თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20-21
    თებერვალი;
    ი) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 თებერვალი.
     

    2.განისაზღვროს    თსუ-ს    ფაკულტეტების    მიმღებ    კომისიებში    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

    ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
    გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
    დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
    ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
    თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

     

    ჯაბა სამუშია

    რექტორი
     

    დანართი 1 

    დანართი 2

    მისამართი: ა.ბელიაშვილის N78, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-2 სართული, ოთახი N207.